
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათერაზე, შემოქმედებითი დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება მოითხოვს დაკვირვებას, ცდას- ექსპერიმენტს, კეთებით სწავლას, ამიტომაც დიდი როლი ეკისრება კომპლექსური-შემოქმედებითი დავალების შესაქმნელად, სასწავლო ექსკურსიებს, რადგან იგი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანახვას უწყობს ხელს. მოსწავლეები საკუთარი თვალით ხედავენ იმას, რასაც გაკვეთილზე სწავლობენ, რაც საკითხის ღრმა გაგება გააზრებას და სამომავლოდ დამახსოვრებას უწყობს ხელს“,- გვეუბნებიან სკოლაში აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ქიმიის პედაგოგმა, დალი ბარათაშვილმა მე-10გ კლასში (დამრიგებელი თეა ყვავაძე), კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაგეგმა და განახორციელა ვიზიტი ნავენახევის მღვიმეში.
მოსწავლეებმა შეისწავლეს საკითხი - „წონასწორობა და წონასწორობაზე მოქმედი ფაქტორები“.
„მოგეხსენებათ, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს და დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ასევე თუ ის ხედავს კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ ცხოვრებას შორის“,- ამბობენ სკოლაში და დასძენენ, რომ მღვიმეში სტუმრობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს მღვიმე, გაეცნენ სტალაქტიტების და სატალაგმიტების წარმოქმნის პროცესს, გაიგეს რა მნიშვნელობა აქვს მღვიმეში წონასწორულ პროცესებს და შექმნეს სტატია - „როგორ შეიძლება ვმართოთ ბუნებაში, მრეწველობასა და ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე წონასწორული პროცესები“.
„დიდი მადლობა მღვიმის ადმინისტრაციას გულითადი მასპინძლობისა და მომსწავლეთათვის მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციებისთვის, რამაც მოსწავლეებს დავალების წარმატებით შესრულება გაუადვილა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: