ითხვისის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
01-06-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მომავალ თაობას ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გახსნეს სიმღერით - „სხვა თუ არაფერი - ჯიში მაქვს ისეთი”.  სცენაზე შემოვიდნენ საქართველოს დროშებით, შეასრულეს ქართული ცეკვები, „გააცოცხლეს“ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირები, იმღერეს აფხაზეთზე, გოგონებმა სცენაზე მტრედებით შემოიფარფატეს და მაყურებელს შეახსენეს: მშვიდობისა და სიწმინდის მნიშვნელობა.

„დედი, მადლობა რომ მზრდი ქართველად“ -ამ აქტივობით  კი ფოიერვერკის ფონზე დასრულდა ღონისძიება.

მოსწავლეებმა პედაგოგებს მიმართეს, ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული მიულცეს და მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს შვილი ვარ, დედამიწის გულიდან!

ძვირფასო მასწავლებლებო,

დღეს, როდესაც ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას,  გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ადამიანებს, რომლებიც გვასწავლით არა მხოლოდ საგნებს, არამედ სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების ფასს და ერთმანეთის პატივისცემას.

თქვენ გვაძლევთ ცოდნას, რომელიც მომავალში ძლიერი და ღირსეული საქართველოს შექმნაში დაგვეხმარება. თქვენი შრომა, მოთმინება და მხარდაჭერა ყოველდღიურად გვაძლიერებს და გვამხნევებს.

ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენი მოსწავლეები ვართ. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ ბედნიერ დღეს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

შთამბეჭდავ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ალექსანდრა კვიციანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203