
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიორგი არსოშვილი - დაბადების თარიღი: 1980 წლის 18 ოქტომბერი
წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი
განათლება: 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
პროფესიული გამოცდილება და კარიერა
2026 წლის 1 ივნისიდან დაინიშნა: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ხელმძღვანელად
2019-იდან – 2026 წლის მაისამდე იყო შსს-ს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ დირექტორი;
2017 წელს იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორის თანამდებობას.
მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, მათ შორის, მინისტრის მოადგილის პოზიციაზე.