ჩოლურის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა თემა -„წილადები და შერეული რიცხვები“ საინტერესო შემოქმედებითი დავალებით შეაჯამეს 
01-06-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-6 კლასში ჩატარებული წარმატებული შემოქმედებითი დავალება, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგმა ნანი შუბითიძემ შესთავაზა. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს თემა - „წილადები და შერეული რიცხვები“ და შესანიშნავად შეასრულეს შემოქმედებითი დავალება „ხარჯთაღრიცხვა“.

ბავშვებმა გამოთვალეს სასმელებისა და ტკბილეულის ღირებულება შერეული რიცხვებით, შეადარეს ხარჯები და შექმნეს საკუთარი ანალოგიური ამოცანები.

ბავშვებმა დავალება წარმოადგინეს ლამაზი ხელნაკეთი პლაკატებისა და პრეზენტაციების სახით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203