გორელოვკის N2 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებით აღინიშნა
01-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური და მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კონსულტანტ-მასწავლებლის - ლია მარგიშვილის ხელმძღვანელობით, წარმაოდგინეს საინტერესო პრეზენტაცია. მე-7 კლასელებმა მიმოიხილეს  საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები, რომელიც ქვეყანამ გაიარა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ვრცელი პრეზენტაცია მიეძღვნა საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას, მოსწავლეებმა ასვე წაიკითხეს ლექსები პატრიოტულ თემაზე.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა და მომავალ თაობას შეახსენა 26 მაისის ისტორიული მნიშვნელობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203