შუქრუთის N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა 
01-06-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ V, VI, X,და  XI კლასების მოსწავლეები. 

მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, ისაუბრეს სახელოვან წინაპრებზე, იმ რთულ გზაზე, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე მიიყვანა. ​მისწერეს წერილი საქართველოს, დაწერეს ესე  თემაზე - „რატომ მიყვარს საქართველო“ და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი სუზანა ბიწაძე.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203