განძის N2 სკოლის მე-2 კლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
02-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. მოეწყო გამორჩეული სადღესასწაულო ღონისძიება, რომელიც მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლილით გალოიანის ხელმძღვანელობით აღნიშნეს. 

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს და ისაუბრეს დღესასწაულის მნიშვნელობაზე, სახელოვან გმირებსა და იმ რთულ გზაზე, რომელმაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203