
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა.
სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებმა მთელმა სკოლამ მიულოცა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატიალა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებსკენ მიმავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
კურსდამთავრებულებმა კი თავის მხრივ დირექტორსა პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო