ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბიოლოგიაში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა
01-06-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ნათია მეგრელიძემ მოსწავლეებს საინტერესო ვიქტორინა შესთავაზა.

ვიქტორინა განკუთვნილი იყო მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთათვის და მოიცავდა კითხვებს ბიოლოგიის საპროგრამო მასალიდან.

გუნდებს კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც გუნდის წევრებთან ერთად წარმატებით იასპარეზეს.

მოსწავლეებს ჟიურის წევრები აფასებდნენ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203