გორელოვკის N2 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს 
01-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა. 

სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. 

მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ეპიზოდები გააცოცხლეს, შემდეგ კი დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს პედაგოგებმა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. 

ღონისძიება როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ისე დირექციისა და პედაგოგებისთვის მეტად ემოციური აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203