
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 22 მაისს, სკოლაში ყველაზე ემოციური და ლამაზი „ბოლო ზარი დაირეკა.
სკოლა 13-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
„13-მა საოცარმა, გამორჩეულად ჭკვიანმა და კეთილმა ახალგაზრდამ, თავიანთ საყვარელ დამრიგებელთან, კიმა სიმონიანთან ერთად, საოცრად თბილი და საინტერესო ღონისძიება გვაჩუქეს. ეს იყო დღე, როდესაც ერთმანეთში აირია ბავშვობის ტკბილი მოგონებები, მადლიერების ცრემლები და მომავლის დიდი იმედი. რამდენი სიყვარული, მონატრება და სითბო იყო თითოეულ სიტყვასა და გამოხედვაში!“,- გვიყვებიან სკოლაში.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა აღზრდილებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს და მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
„ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს! გზა მშვიდობისა დიდ ცხოვრებაში. იფრინეთ მაღლა, მიაღწიეთ ყველა დასახულ მიზანს და არასოდეს დაივიწყოთ მშობლიური სკოლა, სადაც თქვენი ბავშვობის საუკეთესო წლები დარჩა. თითოეულ თქვენგანს მთელი გულით ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ულევ ბედნიერებას. მუდამ ჩვენს გულებში ხართ და მუდამ გვეამაყებოდეთ!“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო