ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
27 მაისს, პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი „ანბანის ზეიმით“ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ქართული და სომხური ანბანები წარმატებით შეისწავლეს და სასწავლო მიღწევები საზეიმოდ აღნიშნეს.
პატარებმა არაერთი საინტერესო ნომერი წარმოადგინეს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
იხილეთ ფოტოები: