
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლამ წელს ცხოვრების ახალ ეტაპზე ერთი კურსდამთავრებული გააცილა.
მე-12 კლასელს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეს წარმატებსკენ მიმავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
„თორმეტი წელი ერთი ამოსუნთქვასავით გაფრინდა... დღეს კი ბოლო ზარის ხმა მხოლოდ სკოლის დამთავრებას აღარ ნიშნავს - ეს არის ბავშვობის ყველაზე ლამაზი წლების დასრულება და სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი.
დაბა სიონის საჯარო სკოლაში ზარი ერთი მოსწავლისთვის დაირეკა, თუმცა ეს ის გამონაკლისია როდესაც ერთი=უსასრულობას, ადამიანობას და ბევრ სიკეთეს.
მადლობა, ნიკოლოზ ბუჯიაშვილს თითოეული გაკვეთილისთვის, დაუვიწყარი მოგონებებისთვის, ნამდვილ მეგობრობებისთვის, სიხარულითა და ემოციებით სავსე დღეებისთვის. აქ გავიზარდეთ, ვისწავლეთ, ვიოცნებეთ და საკუთარი თავის რწმენა შევიძინეთ.
დრო გავა, მაგრამ სკოლის დერეფნებში გატარებული წლები, ზარების ხმა, სიცილი და ერთად შექმნილი მოგონებები ყოველთვის ჩვენი ცხოვრების ყველაზე თბილ ნაწილად დარჩება.
დღეს ერთი კარი იხურება, რათა უამრავი ახალი შესაძლებლობის კარი გაიღოს.
წინ დიდი მიზნები, ახალი გამოწვევები და ჯერ კიდევ დაუპყრობელი მწვერვალები გელოდება“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის მისალოც წერილში.