საზეიმოდ დარეკილი „ბოლო ზარი“ და ამაღელვებელი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ლაჯანის საჯარო სკოლაში
29-05-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. კურსდამთავრებულებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვენლოვანი ეპიზოდები გაიხსენეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეე ონისე ჩაკვეტაძემ. 

„გასრულდა 2025-2026 სასწავლო წელი, კიდევ ერთი „ბოლო ზარი” დაირეკა მეთორმეტე კლასელებისთვის, ემოციური და ამაღლებულია ეს დღე მოსწავლეებისთვის, მასწავლებლების , მშობლების ცხოვრებაში… 

ბედნიერი ნაბიჯებით გევლოთ ჩვენო ახალგაზრდებო, გაგმართლებოდეთ არჩევანი და მოლოდინი, წარმატებული იყოს თქვენთვის ახალი ცხოვრებისკენ მიმავალი ნაბიჯები… სრულიად საქართველოს კურსდამთავრებულებს ვულოცავთ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას ვუსურვებთ…. მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის, ყურადღებისა და დაფასებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს - ჭაბუკი ჭაბუკიანს  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს -ონისე ჩაკვეტაძეს და მათი გუნდის წევრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203