
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის პირველი სასწავლო წელი სახალისო შემეცნებითი თავგადასავალად იქცა.
არტურ აგაჯანიანმა ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულა და ციფრების სამყაროშიც ხალისით იმოგზაურა.
28 მაისს კი პირველკლასელისთვის „ანბანის გაცილების“ ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიებით მოსწავლემ სასწავლო მიღწევები აღნიშნა.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც გაჯერებული იყო საინტერესო შემოქმედებითი ნომრებით - ლექსებით, მინი სპექტაკლებით, სიმღერებით.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მაია გრიგორიანი და სომხური ენის პედაგოგი ლილით ბადიშიანი.
ყველაზე პატარა მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულება სასკოლო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ვულოცავთ არტურ აგაჯანიანს პირველი კლასის დამთავრებას. ჩვენმა პირველკლასელმა ჯერ არ იცოდა რა იყო სკოლა ან რას ნიშნავდა სწავლა. ახლა, კი ბეჯითი და სამაგალითო მოსწავლე გახდა, მას წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში პირველი სახელმძღვანელო - ანბანი - შეუძღვა და ცოდნას აზიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალ სასწავლო წლამდე საუკეთესო სურვილებით ემშვიდობებიან.
იხილეთ ფოტოები: