სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16-კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 
30-05-2026
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა კომისიის წევრთა შემადგენლობა, რომლებიც სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში იქნებიან ჩართულნი. კომისია 16 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია. 
 
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების გადაცემის შედეგად, პროექტების ეფექტიან განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეფასების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2.  საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს განათლებისმეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი.

5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში – კომისიის წევრი.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი.

8. საქართველოს კულტურის მინისტრი – კომისიის წევრი.

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი.

10. საქართველოს იუსტიციის მინისტრი –  კომისიის წევრი.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი.

12. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.

13. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი.

14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − კომისიის წევრი.

15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

16. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203