თბილისის N154 სკოლაში, „სასკოლო მოხალისეობის ფესტივალის“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
29-05-2026

თბილისის N154 საჯარო სკოლაში ახალგაზრდობის სააგენტოს „სასკოლო მოხალისეობის ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა შერჩეულ ხუთეულში მონაწილეთა შემაჯამებელი ღონისძიება.

მოსწავლეთა გუნდმა, შემადგენლობით - ნიკა ხარამიშვილი, გიორგი ბენდელიანი, მიშო გურგენიძე, ბარბარე ბაქრაძე, ბარბარე გაჩეჩილაძე - წარმოადგინეს პროექტი „არასრულწლოვანთა დასაქმება“.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები, როგორც ახალგაზრდობის სააგენტოდან -ეკატერინე თავხელიძე, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან - ლიკა ღვინჯილია.

საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ექიმი- პედიატრი - ვინი გუჯაბიძე და ფსიქოლოგი - ნინი გიგოლაშვილი, რომლებმაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ისაუბრეს არასრულწლოვანთა დასაქმების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

მოსწავლეთა გუნდმა  პროექტზე მუშაობის პროცესში მოახდინა კოლაბორაცია იურიდიულ კომპანია „მაღლაკელიძე და პარტნიორებთან“. ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს. ასევე გუნდმა ითანამშრომლა იმავე სკოლის მე -7 კლასელებთან და 190-ე სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს  პროექტის კვლევის სტადიაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო ინტერაქტიული სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გადასცეს თავიანთი ხელით შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები და არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულებების ნიმუშები. თავადაც დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ტიპის საჩუქრებით ახალგაზრდობის სააგენტოსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ.

ღონისძიების დასასრულს კი ინტერვიუების სახით კომენტარები გააკეთეს სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოების წევრებმა.

„154- ე სკოლის გუნდი აგრძელებს ფესტივალში მონაწილეობას შემდეგ ეტაპზე. ისინი გაივლიან სპეციალურ ტრენინგ-გადამზადებას ახალგაზრდობის სააგენტოში და კვლავ წარდგებიან საზოგადოების წინაშე ახალი პროექტით. წარმატება და გამარჯვება მათ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203