ლასურიაშის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები გამოსამშვიდობებელი ღონისძიებით გააცილეს
29-05-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოსთან ერთად, სევდანარევია

20 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლაში მე-12 კლასელებთან გამოსამშვიდობებელი საღამო ჩატარდა. დღე სავსე იყო ემოციებით, თბილი მოგონებებით და დაუვიწყარი მომენტებით.  ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე მთელმა სკოლამ გააცილა და თითოეულმა მონაწილემ  განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ამ შეხვედრას.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ერთად გატარებული წუთები, რომელიც მათ გულებში მუდამ დარჩება.

სკოლის დირექტორმა, მშობლებმა და აღმზრდელმა მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს, უსურვეს ბედნიერება და ახალი ლამაზი თავგადასავლები. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203