მურჯახეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი „ანბანის ზეიმით“ დააგვირგვინეს
06-01-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი შემოქმედებითი ღონისძიება, რომლითაც პირველკლასელებმა სასწავლო წელი შეაჯამეს და დაგროვილ ცოდნას ლამაზად მოუყარეს თავი. 

27 მაისს პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი „ანბანის ზეიმით“ აღნიშნეს. 

პატარებმა არაერთი საინტერესო ნომერი წარმოადგინეს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

პირველი მასწავლებელი პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203