ზემო ქედის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დამთავრება იზეიმეს
13-07-2018
ზემო ქედის №1 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლალი ბექაურის ხელმძღვანელობით, დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება იზეიმეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მინი სპექტაკლი დადგეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა დავით სეთურმა და კლასის ხელმძღვანელმა ლალი ბექაურმა მოსწავლეების სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს და შემდგომში წარმატებები უსურვეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის