ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეძენილ ცოდნას შემოქმედებითი ღონისძიებით მოუყარეს თავი
01-06-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს და დაგროვილ ცოდნას ლამაზად მოუყარეს თავი. 

27 მაისს, სასწავლო წელი ტყემლოვანის საჯარო სკოლის ორმა პირველკლასელმა დაასრულა. პატარებს სასწავლო მიღწევები სასკოლო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიულოცა. 

პატარებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს - წარმაოდგინეს საინტერესო ნომერი, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

პირველი მასწავლებელი პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203