უქმეა თუ არა 1-ელი ივნისი და რა ღონისძიებები იგეგმება ბავშვებისთვის - დეტალური ინფორმაცია
29-05-2026

1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მთავარი ღონისძიება კი 15:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში მოეწყობა: ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საგამოფენო სივრცე, გაიმართება სახეზე მოხატვისა და სპორტული აქტივობები, ვორქშოფები, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და სხვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, საკონცერტო პროგრამა 15:30 საათიდან დაიწყება. გალა-კონცერტი კი 19:00 საათიდან. დასწრება თავისუფალია.

რაც შეეხება ისვენებს თუ არა ამ დღეს სკოლები და ბაღები? - უქმე დღეებს შორის 1-ელი ივნისი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, ასე რომ ორშაბათს სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, რაც შეეხება კერძოებს - მათ შემთხვევაში უქმეების განრიგს წყევტს ხელმძღვანელობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203