
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მომავალ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე პატრიოტული ღონისძიებით წარდგნენ, ხოტბა შეასხეს საქართველოს მდიდარ წარსულს, სახელოვან წინაპრებს და გაიხსენეს ის რთული გზა, რამაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა.
მოსწავლეებმა ქართული დროშა სიამაყით ააფრიალეს და აღნიშნეს ის ღირებულები, რომლებიც გვაერთიანებს.
იხილეთ ფოტოები: