ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის მუნიციპალური შეჯიბრების გამარჯვებულია 
02-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის - „ლოგიკის ოსტატები“ - მუნიციპალურ შეჯიბრებაში ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

ინტელექტუალური თამაშები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მერიის სათათბირო ორგანოს - „ახალგაზრდული საბჭოს“ ორგანიზებით ჩატარდა.

სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.

ინტელექტუალურ მარათონში მუნიციპალიტეტის რვა სკოლა მონაწილეობდა. პირველი ადგილი კი ბავრის საჯარო სკოლას ერგო. 

მოსწავლეთა გუნდს გადაეცა თასი, დიპლომები და სიმბოლური პრიზები, ხოლო მონაწილე გუნდები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ასევე ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ოლგა მელიქიძე და მერის ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელი თამარ მიქელაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203