ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს 
01-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი შემოქმედებითი ღონისძიება, რომლითაც პირველკლასელებმა სასწავლო წელი შეაჯამეს და დაგროვილ ცოდნას ლამაზად მოუყარეს თავი. 

27 მაისს პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

პატარებმა წარმატებით ისწავლეს როგორც სომხური და ქართული ანბანი. 

პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და მაყურებელს აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

ღონისძიების ბოლოს პედაგოგმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატება მიულოცა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203