ანბანის ჯადოსნური სამყარო არაგვის სკოლაში - პირველკლასელთა წარმატებული ნაბიჯი წიგნიერების სამყაროში
29-05-2026

სასწავლო წლის მიწურულს, როდესაც მოსწავლეები განვლილ გზას აჯამებენ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, არაგვის საჯარო სკოლაში სრულიად გამორჩეული, ფერადი და ემოციური დღესასწაული მოეწყო. 28 მაისს სკოლის კედლებში ნამდვილი სასწაული გაცოცხლდა - პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა „ანბანის ზეიმით“ საზეიმოდ აღნიშნეს და ეს დღე იქცა უმნიშვნელოვანეს მოვლენად პატარების ცხოვრებაში, რომლებმაც ღირსეულად გადადგეს პირველი, ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯი ცოდნის დიდ სამყაროში.

ულამაზესი, ზღაპრული დეკორაციებით მორთული სცენა პატარების ნიჭისა და შემოქმედების მთავარ ასპარეზად იქცა. კლასის ხელმძღვანელის, გამოცდილი პედაგოგის მარინა ქამანჩაჯიანის ორგანიზებით, პირველკლასელებმა მაყურებლის წინაშე საოცარი სანახაობა წარმოადგინეს. მათ სცენაზე საყვარელი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს, დიდი არტისტულობით შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხეს ლექსები და, რაც მთავარია, გულწრფელი სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს მათ დიდი ამაგი გასწია. თითოეული აქტივობა იყო დასტური იმისა, თუ რამდენი იშრომეს პატარებმა და რამდენად გაიზარდნენ სულ რაღაც ერთ სასწავლო წელიწადში.

საზეიმო შეხვედრის დასასრულს, სკოლის ხელმძღვანელობამ და მშობლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ბავშვებს ამ ჯადოსნური სამყაროს კარი გაუღო. სკოლის დირექტორმა, ანდრიას აბდოიანმა, კოლექტივისა და მშობლების სახელით, გულითადი მადლობა გადაუხადა პედაგოგ მარინა ქამანჩაჯიანს ასეთი ნაყოფიერი, შინაარსიანი და მრავალფეროვანი ღონისძიების მომზადებისთვის.

ჩვენ კი დავძენთ, რომ „ანბანის ზეიმმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქ თითოეული ბავშვის წარმატება ფასდება, ხოლო სკოლა, ერთიანი ძალებითა და პროფესიონალიზმით, მყარ საძირკველს უქმნის ქვეყნის საიმედო მომავალს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203