
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით 1 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
დასწრების მსურველები შეხვედრაში ჩართვას Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით შეძლებენ - https://bit.ly/4u538f3
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების ფორმატის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა წერილობით დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და დეტალური პასუხები მიიღონ ცენტრის წარმომადგენლებისგან.
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მანანა ჯავახიშვილი და ირმა ხომერიკი გაუძღვებიან.