ბარალეთის N1 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

ღონისძიებას სახელწოდებით - „პირველი კლასის გაცილება“ პედაგოგი გალია ბადასიანი ხელმძღვანელობდა.

პატარებმა სასწავლო მიღწევები ზარ-ზეიმით აღნიშნეს. მოსწავლეებმა არაერთი  ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი წარმოადგინეს.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, იუმორისტული ნომრები გაითამაშეს, წაიკითხეს ლექსები სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

„ძალიან სახალისო და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა . გავაცილეთ ჩვენი პირველკლასელები დიდი წარმატებისკენ“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203