
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი ღონისძიების დააგვირგვინეს.
პატარებმა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სახელწოდებით - „დედაენავ, ნახვამდის, ჩვენო ცოდნის სამყაროვ“- ქართულ ანბანს მიუძღვნეს.
მათ ლამაზი სიტყვები, ლექსები, სიმღერები და სხვადასხვა აქტივობები მიუძღვნეს მშობლიურ ენას, ქართულ სიტყვას, ქართულ საგანძურს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი მარინე ჯანჯღავა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პირველი კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის და მასწავლებელი ლანა კაკაჩია. კლასის დამრიგებელმა პატარებს სიგელები გადასცა და მშობლებს მადლობა გადაუხადა მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: