გორისის საჯარო სკოლაში 13-მა კურსდამთავრებულმა სწავლა წარმატებით დაასრულა
29-05-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის გორისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მეთორმეტე კლასი 13-მა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა. „ბოლო ზარი“ სკოლაში ემოციურ და საზეიმო გარემოში აღინიშნა, სადაც კურსდამთავრებულებმა ბავშვობის მნიშვნელოვანი ეტაპი უკან მოიტოვეს.

სკოლის დირექტორის, გიორგი ჭიღრაძის განცხადებით, კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გეგმავს და ამ ეტაპზე აქტიურად ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი უკვე დასრულდა პირველკლასელებისთვისაც, რომლებიც მშობლიურ სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. დირექტორის თქმით, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი, რადგან წელს სკოლა 13-მა მოსწავლემ დაამთავრა, ხოლო ახალ სასწავლო წელს სკოლა მხოლოდ 4-5 პირველკლასელს ელოდება.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სკოლის პედაგოგები კვლავ დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით აგრძელებენ საქმიანობას. მათი მთავარი მიზანია, სკოლა თითოეული მოსწავლისთვის იყოს ადგილი, სადაც მისვლა სიხარულთან, განვითარებასთან და თბილ გარემოსთან იქნება დაკავშირებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203