ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალური საგანი - მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო!
02-06-2026

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის ფინალური ეტაპი დაიწყო - 2-3 ივნისს „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადების საგაზაფხულო სეზონის დასკვნითი, მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართება. 

ქართული ენისა და ლიტერატურის, ლოგიკური აზროვნებისა და ინგლისური ენის ოლიმპიადების შემდეგ, მოსწავლეებს მათემატიკის ოლიმპიადა ელოდებათ. 

ყველა „ეტალონელმა“ იცის, რომ ეს შეჯიბრი კი არა, საკუთარი თავის, შრომისა და მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯების ჩემპიონატია. აქ შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო ფასეულია ის გზა, რომელიც ამ შედეგამდე მიგიყვანთ. ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს. 

ოლიმპიადის ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელ.

თითოეულ კლასში და თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით ონლაინ  დიპლომებს. პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტულები.  

გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები: 

·      განათლების და მეცნიერების სამინისტროში

·      სკოლაში

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე

გახსოვდეთ, რომ „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს.

 

„ეტალონის“ ოლიმპიადების სხვა სიახლეებისთვის ასევე იხილეთ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203