ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს 
29-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. მოეწყო გამორჩეული სადღესასწაულო ღონისძიება, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და  წარმოადგინეს საინტერესო თემატური ნომრები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელოვან გმირებსა და ერთიანობას ეძღვნებოდა.

მოსწავლეებმა ასევე მოაწყვეს „ისტორიული კუთხე“ ლამაზი დიზაინით. 

ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203