ერთი ღონისძიება და ორი მნიშვნელოვანი ეტაპი - ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ​ი ზედა ოყურეშის დაწყებითი სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების ერთობლივი ზეიმი
29-05-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებითი სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ერთობლივი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. 

I კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს, IV კლასის მოსწავლეებმა კი გამოსაშვები საღამო მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და ახალ ეტაპზე გადასვლის მზაობა დაანახეს დამსწრე საზოგადოებას. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები. გააცოცხლეს დიდი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.

პირველკლასელებისთვის ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, მეოთხეკლასელმა კი საკუთარი გამოცდილება,  გაუზიარეს უმცროს მეგობრებს.

„გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას, წარმატებულ მომავალს, ბევრ სიხარულს და ოცნებების ახდენას.

იამაყეთ საკუთარი თავით, რადგან თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203