ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მხატვრული კითხვის კონკურსში
29-05-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურმალურ განათლებას აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ, მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

საქალაქო კონკურსში - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ზეპირად” - გაიმარჯვეს სწორედ ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ზურაბ კერესელიძემ (გახდა ჟიურის რჩეული) და ლიზა ბრეგვაძემ. მოსწავლეებმა დაიმსახურეს დიპლომი, სიგელი და წიგნითაც დასაჩუქრდნენ. 

სკოლაში ახარებთ, მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203