თბილისის N132 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზულად აღინიშნა 
29-05-2026

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

თბილისის N132 საჯარო სკოლა ჩვეული შემართებით შეუდგა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულისთვის მზადებას.

სკოლაში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

კვირეული მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი სამშობლოს სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება გააერთიანა. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები აწყობდნენ პრეზენტაციებს, შექმნეს პოსტერები და კედლის გაზეთები. მოეწყო ჩვენება ფილმისა - „მსახიობების მიერ ინსცენირებული 1918 წლის 26 მაისი“.

კვირეულის ბოლოს სააქტო დარბაზში ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება. სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და აჩვენა ის რთული გზა, რამაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა.

„დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ბელა გიორგაძესა და ლანა ჩადუნელს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა დასკვნითი ღონისძიების ორგანიზებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203