
სამი ათეული წლის განმავლობაში თბილისის კერძო სკოლა „ცოდნამ“ არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა, ხოლო 22 მაისი ამ ისტორიის ღირსეული ნაწილი გახდა 2026 წლის კურსდამთავრებულთა, 30-ე გამოშვება.
სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. კურსდამთავრებულება მანტიები და ქუდები მოირგეს. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა.
დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. ისინი თითოეულ კურსდამთავრებულს ულოცავენ საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებას და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულებას! გმადლობთ იმ მოგონებებისთვის, სიყვარულისთვის, წარმატებებისთვის და იმ კვალისთვის, რომელიც ჩვენი სკოლის ისტორიაში დატოვეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.