მესტიის მუნიციპალიტეტის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განსაკუთრებული ემოციებითა და წარმატებით დასრულდა მეთორმეტე და პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და წელს მხოლოდ 10 კურსდამთავრებული ჰყავდა, „ბოლო ზარის“ ღონისძიება მაინც განსაკუთრებულად მხიარული, ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის.
სკოლის დირექტორის, მადონა ჭკადუას განცხადებით, მიმდინარე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა სამმა პირველკლასელმა, ხოლო მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლა უკვე 2 ახალ პირველკლასელს ელოდება. მისივე თქმით, სასწავლო პროცესი აქტიურად გრძელდება II-XI კლასის მოსწავლეებისთვისაც.