კოჩიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს 
01-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ანბანის ზეიმი გამართეს. 

პატარებმა ღონისძიებით სასწავლო წელი შეაჯამეს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სპექტაკლიც გაითამაშეს. 

ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეებს მე-2 კლასში გადასვლა მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203