საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ოლავერდის საჯარო სკოლაში
29-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და სიყვარულით ჩაერთნენ.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტული სულისკვეთებისა და ეროვნული ღირებულებების გაღრმავება.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ლექსები, სიმღერები და თემატური ნომრები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ერთიანობას ეძღვნებოდა. ღონისძიება განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე სტუმრებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა ბილინგური მასწავლებლის, არმინე ქურტოღლიანისა და ქართული ენის მასწავლებლის - რიტა ქურდოღლიანის ხელმძღვანელობით. მათი მხარდაჭერითა და თავდადებით მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული სამშობლოს მიმართ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203