სათხის საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებული უნივერსიტეტის დესპანის როლში ესტუმრა - ერიკ პალოიანმა მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
29-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა პროფორიენტაციის საკითხებს მიეძღვნა. 

25 მაისს,  სათხის საჯარო სკოლას ესტუმრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის - „თსუ დესპანი 2026-ის“ ფარგლებში, ამავე სკოლის კურსდამთავრებული, დღეს უკვე თსუ-ს წარმატებული სტუდენტი ერიკ პალოიანი ესტუმრა. 

პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შეხვედრა გაიმართა X-XI კლასის მოსწავლეებთან.

ერიკ პალოიანმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნო თსუ-ს  საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიები და სტუდენტური ცხოვრება.

მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო  საკითხებზე და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

შეხვედრამ ჩაიარა პოზიტიურ და ინტერაქტიულ გარემოში. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია  მათ დაეხმარებათ პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და მომავლის დაგეგმვაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203