ტვიშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

პატარებმა უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი წარმოადგინეს - ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. 

ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსრვა

„ჩვენმა საყვარელმა პირველკლასელებმა წარმატებით დაასრულეს ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი - პირველი კლასი. ერთად ვისწავლეთ, ვითამაშეთ, ვიმეგობრეთ და ბევრი ლამაზი მოგონება შევქმენით. ვამაყობთ თითოეული თქვენგანით - თქვენი მონდომებით, სიკეთით და შრომით. წინ კიდევ ბევრი საინტერესო გზა და წარმატება გელით. არასოდეს დაკარგოთ ცნობისმოყვარეობა, სიკეთე და ოცნებები. გილოცავთ პირველი კლასის დასრულებას!“,- თბილი სიტყვებით მიმართა პედაგოგმა პატარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203