
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მომავალ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს მდიდარ წარსულზე - მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, სახელოვან გმირებსა და თავისუფლებისთვის გავლილ რთულ გზაზე, რამაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა.
მოსწავლეებმა ქართული დროშა სიამაყით ააფრიალეს და აღნიშნეს ის ღირებულები, რომლებიც ქართველ ერს აერთიანებს.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფლება არის ის, რაც გვაერთიანებს. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სიამაყეა“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა.