
დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიაში“ შთამბეჭდავი ღონისძიება - „ყვავილების მეჯლისი“ - გაიმართა.
ღონისძიება გერმანულ ენაზე წარიმართა, რაც მოსწავლეებს ენობრივი უნარებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მისცა.
მე-2 კლასელებმა მაყურებელს მუსიკალური ნომრები, ლექსები და სახალისო წარმოდგენები შესთავაზეს. ღონისძიებას პედაგოგი ქეთი მაჩიტიძე ხელმძღვანელობდა, ქორეოგრაფიული გაფორმება კი ნინო ჩადუნელს ეკუთვნის.
ყვავილების თემატიკას მიეძღვნა პედაგოგების - ირმა ნაცვლიშვილისა და კეოსო ფიფიას ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიებაც. მე-2 კლასელებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. „ყვავილების მეჯლისი“ ბავშვებისთვის დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა და პატარების სასკოლო ცხოვრებაში ლამაზ მოგონებად ჩაიწერა.
იხილეთ ფოტოები: