
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. მოეწყო გამორჩეული სადღესასწაულო ღონისძიება, რომელშიც მე-6 კლასელები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტების ცნობილი ლექსები, იმღერეს, საცეივაო ნომრები შეასრულეს და წარმოადგინეს საინტერესო თემატური ნომრები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელოვან გმირებს ეძღვნებოდა.
ღონისძიება მეტად საინტერსოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: