
თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სასაზღვრო პოლიციას სტუმრობდნენ. ბავშვები გაეცნენ სასაზღვრო პოლიციის საქმიანობას, უსაფრთხოების წესებს, სპეციალურ ტექნიკასა და იმ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის საზღვრების დაცვას უკავშირდება.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თანამშრომლებთან შეხვედრამ, მათი პროფესიის შესახებ მიღებულმა ინფორმაციამ და პრაქტიკულმა ჩვენებებმა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსია ბავშვებისთვის იყო როგორც საინტერესო, ისე ძალიან სასარგებლო - მათ უკეთ გაიაზრეს სამშობლოს დაცვის მნიშვნელობა, პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი მოვალეობა.
„მადლობას ვუხდით სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს თბილი მასპინძლობისა და საინტერესო დღისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: