ერთ პროექტში ჩატეული 13.8 მილიარდი წელი - ფიზიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში
29-05-2026

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში ფიზიკაში შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილზე მოსწავლეები სამყაროს წარმოშობისა და განვითარების ისტორიას საინტერესო და შემეცნებითი ფორმით გაეცნენ.

13,8 მილიარდ წელს ერთ პროექტში და ხელისგულზე  მოუყარეს თავი. მოსწავლეებმა პროექტის საშუალებით წარმოადგინეს სამყაროს ევოლუციის უმნიშვნელოვანესი ეტაპები - დიდი აფეთქებიდან დღემდე. მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის, მოდელებისა და პრეზენტაციების დახმარებით მათ რთული სამეცნიერო საკითხები მარტივად და საინტერესოდ ახსნეს.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო გაბადაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203