ქუთაისის N26 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოსწავლეებს მეგზურობა პედაგოგმა, ირმა კიკალიშვილმა გაუწია. მან პატარებს პირველი სასწავლო შემეცნებით თავგადასავლად უქცია.
წარმატებული სასწავლო წელი ბავშვებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
„33 მზე, 33 სამყარო“ - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელმაც ბავშვებს საოცარი ემოციები აჩუქა.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს. პატარებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უანრები წარმატებით წარმოაჩიეს.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებელმა ახლა უკვე მე-2 კლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბედნიერი არდადეგები და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„დავასრულეთ პირველი კლასი,წინ უამრავი ლამაზი და საინტერესო დღეები გველოდება, ბედნიერი და წარმატებული გზებით გევლოთ მუდამ ჩემო პატარებო“,- აღნიშნა მასწავლებელმა და პატარებს 15 სექტემბრამდე დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო