ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ნახატებში გაცოცხლებული გაკვეთილები“
29-05-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. ამ მიზნით, კი პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. 

აღსანიშნავია, ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირებით განხორციელებული ინიციატივა - „ნახატებში გაცოცხლებული გაკვეთილები“, რომელიც პედაგოგ ლალი მურადაშვილს ეკუთვნის. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინიციატივის მიზანი და ამოცანები შემდეგია - სწავლის პროცესი იყოს უფრო სახალისო, ინტერაქტიული და შედეგიანი. ნახატი ბავშვს ეხმარება, უფრო ემოციურად დაუკავშირდეს სასწავლო მასალას და უკეთ დაიმახსოვროს ის. ეს მეთოდი აქცევს ტრადიციულ გაკვეთილს შემოქმედებით პროცესად, სადაც მოსწავლე არის არა პასიური მსმენელი, არამედ აქტიური შემოქმედი.

„ამ მიდგომის მთავარი ამოცანაა, მოსწავლემ გაკვეთილი აღიქვას არა როგორც დასამახსოვრებელი მასალა, არამედ როგორც ისტორია, რომელიც მან თვითონ „გააცოცხლა“ ფურცელზე“,- დასძენენ სკოლაში და სასწავლო მეთოდის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგ ლალი მურადაშვილს მრავალფეროვანი გაკვეთილებისთვის. 

დამატებითი ფოტოები იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203