„ეს დღე ჩვენია“​ - წყემის საჯარო სკოლაში ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს პროექტი მიეძღვნა 
29-05-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ნათია ბოჭორიშვილმა ჩაატარა საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „ეს დღე ჩვენია“. 

პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, იმ თარიღებზე, ბრძოლებსა და თავდადებებზე, რამაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს აღვნიშნავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად.

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-6 კლასის მოსწავლეები, რომელთაც ამ დიდებული დღის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203