29 მაისი ბოლო დღეა - emis რეგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია სრულდება - 29 მაისის 24:00 საათი ბოლო ვადაა.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 1-იდან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება შერჩევის პროცესი.
შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტებს საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ 26-იდან 29 ივნისის ჩათვლით.
შერჩევის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ვებგვერდზე:
vet.ge
სწავლის დაწყების თარიღია 14 სექტემბერი.